ისტორია

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი – ეს არის საქარველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და BP საქართველოს ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს პროფესიული განათლება, თანამედროვე, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების შეთავაზების გზით. პროექტი მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს მიერ საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის მთავრობას შორის გაფორმებული მეორე, 140 მლნ აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში, გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავდა სრულიად ახალი, თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული 4 ახალი პროფესიული პროგრამა:

  • მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი (IV საფეხური);
  • სამრეწველო ავტომატიზაცია (V საფეხური);
  • მექნიკის ინჟინერიის ტექნიკოსი (V საფეხური);
  • მექატრონიკა (V საფეხური).

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული „პროგრამების ჩამონათვალი“.

თეორიული კურსის პარალელურად, სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში დაეუფლებიან და სასწავლო პრაქტიკას გაივლიან საქართველოს ბაზარზე მოქმედ წამყვან კომპანიებში. სწავლების პროცესი მორგებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც.

ცენტრის პროფესორ-მასწავლებლები გადაამზადა გერმანული კომპანიის „ფესტო დიდაქტიკის“ სპეციალურად მოწვეულმა კონსულტანტებმმა. ტრენინეგბზე გამოყენებული იყო გერმანული მეთოდოლოგია და დიდაქტიკური მიდგომა.

საქართველოს ტექნიკური  გადამზადების ცენტრის მიერ შეთავაზებულმა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა ავტორიზაცია 2017 წლის 27 სექტემბერს გაიარა.