მისია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიაა შექმნას ისეთი აკადემიური გარემო, რომელიც ინდივიდს შესაძლებლობას მისცემს ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციურ კადრად, აღიზარდოს დამოუკიდებელ პიროვნებად, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვან წევრად. მაქსიმალურად შეუწყოს ხელი უნივერსიტეტის თითოეული წევრისსაზოგადოებრივ და აკადემიურ თვითგანვითარებასა და თვითრეალიზებას, რაც თანამედროვე თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი პირობაა.

 

უნივერსიტეტი ამ მისიის შესაბამისად მიზნად ისახავს უზრუნველყოს:

  • პროფესიული განათლების მიმართულებით აღზარდოს მაღალკვალიფიციური საზოგადოების საჭიროებაზე ორიენტირებული კადრები;
  • პროფესიული და აკადემიური უმაღლესი განათლების განხორციელება თავისუფალი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და, იმავდროულად შეინარჩუნოს სამეცნიეროდა აკადემიური ცოდნის მნიშვნელობა და ღირებულება;
  • მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოქნილი სისტემის დანერგვა და განვითარება;
  •  უნივერსიტეტის პერსონალის აკადემიური თავისუფლება (რაც მოიცავს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, სტუდენტის სწავლის, სწავლებისა და კვლევისთავისუფლებას, მობილობის შეუზღუდავ შესაძლებლობებს);
  • განათლებისა საზოგადოებისა და სახელმწიფოს სამსახურში ჩაყენება, კვლევისა და სწავლების რეგიონალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია.