თანამშრომლობა შემეცნებით-ინტერაქტიულ მუზეუმ “შუქურა”- სთან

თანამშრომლობა შემეცნებით-ინტერაქტიულ მუზეუმ “შუქურა”- სთან

ამა წლის 5, 6 და 7 აგვისტოს, შემეცნებით-ინტერაქტიულ მუზეუმ “შუქურა”- ს ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების ცენტრისა და სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის: მანქანათმშენებლობის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტიზო ლაბორატორიის ხელშეწყობითა და თამონაწილეობით დამზადდა სამი შუქ-ქურა.

  • პროექტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის ორმა სტუდენტმა მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის პროფესიული პროგრამიდან.
  • პროექტი განხორციელდა DVV international-ის ინოვაციური ფონდის საგრანტო პროგრამის ფარგლებში.