მასწავლებელთა გადამზადება

მასწავლებელთა გადამზადება

24-28 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკურ გადამზადების ცენტრში, მასწავლებელთა გადამზადების ფარგლებში, გაიმართა ტრენინგები შემდეგ თემებზე:

  • ელექტრული მოწყობილობები;
  • ციფრული ელექტრონიკა;
  • 3D ბეჭდვა;
  • დახურული მარყუჟების კონტროლის სისტემების პრაქტიკული სამუშაო.

ტრენინგები ჩაატარეს გერმანული კომპანია „Festo Didactic”-ის მოწვეულმა ექსპერტებმა.

მომავალი კვირიდან კვლავ იგეგმება სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების განხორციელება.