27 ნოემბერს სწავლა იწყება

27 ნოემბერს სწავლა იწყება

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული აპლიკანტების საყურადღებოდ!

ჩარიცხულმა აპლიკანტებმა 25 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უნდა მოიტანონ შემდეგი საბუთები:

დაბადების მოწმობა/პირადობის მოწმობა/პასპორტი და ასლი;

2 ფოტოსურათი (3×4) ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია კომპაქტ-დისკზე (CD);

სრული საშუალო განათლების ატესტატი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი).

მექატრონიკის და მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული აპლიკანტები უნდა გამოცხადდნენ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანატში, მისამართი: თბილისი, კოსტავას 68 (ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი)

მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული აპლიკანტები უნდა გამოცხადდნენ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანატში, მისამართი: თბილისი, კოსტავას 75 (ტექნიკური უნივერსიტეტის VIII კორპუსი)

სამრეწველო ავტომატიზაციის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული აპლიკანტები უნდა გამოცხადდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანატში, მისამართი: თბილისი, კოსტავას 77 (ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსი)