სასერტიფიკატო კურსი – პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლების (PLC) პროგრამირება

სასერტიფიკატო კურსი – პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლების (PLC) პროგრამირება

სასერტიფიკატო კურსი – პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლების (PLC) პროგრამირება

თქვენ ისწავლით პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების პროგრამირებას SIEMENS SIMATIC S  7-300-ის მაგალითზე, რაც მოიცავს ძირითადი ლოგიკური ინსტრუმენტების, ტაიმერების, მთვლელების და მიმდევრობითი მართვის სისტემების და მათი გამოყენების შესახებ სრულყოფილი ცოდნის მიღებას.

კურსის შედეგად შეძენილი ცოდნა და უნარები დაგეხმარებათ საქართველოს ბაზარზე არსებულ ნებისმიერ ავტომატიზებულ საწარმოში პროგრამისტის პოზიციაზე დასაქმების მიმართულებით, ან ახალი, უფრო მაღალანაზღაურებადი პოზიციის დაკავებაში იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ბრძანდებით.

კურსის ხანგრძლივობაა – 180 საათი, რომელიც გადანაწილდება 15-20 კვირაზე. კვირის განმავლობაში სასწავლო საათების რაოდენობამ შესაძლოა 10-15 საათი შეადგინოს. სწავლების დრო მორგებული იქნება სტუდენტების საჭიროებებზე. კურსი განხორციელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ტექნიკური გადამზადების ცენტრში შემდეგ მისამართზე: კახეთის გზატკეცილი #36, სამგორის მეტროს ზედა ამოსასვლელთან. სწავლა დაიწყება 9 დეკემბერს.

კურსის წარმატებული გავლის შემდეგ თქვენ გადმოგეცემათ სერტიფიკატი.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ დაინტერესების წერილი და რეზიუმე (СV), აგრეთვე პირადობის მოწმობისა და სკოლის ატესტატის ასლები შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: GTTC@GTU.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ – PLC .

ელექტრონული საბუთებების მიღება წარმოებს 2019 წლის 15 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვწეროთ ზემოაღნიშნული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 558 24 52 91.

სასწავლო კურსის ფასია – 2100 ლარი, რაც შესაძლოა გადახდილ იქნას კურსის დაწყებისთანავე, როგორც ერთიანად, ისე ორ ტრანშად.

ჩარიცხვა დასტურდება სტუ-ის ადმინისტრაციასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით შეგეხმიანებით.

 

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ. ცენტრის შენობა სრულად გარემონტდა და აღიჭურვა გერმანული კომპანია FESTO Didactic-ის წარმოების თანამედროვე ლაბორატორიებით. შენობა ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. ცენტრში ასწავლიან პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც სპეციალურად გადამზადდენ  FESTO Didactic-ის მიერ.

კურსის შინაარსი