საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017 წლის საშემოდგომო მიღებაზე  რეგისტრაცია 2017 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო და  15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველდღე, 10:00-დან 16:00 საათამდე, კვირის გარდა (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი №352).

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობა,  სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით, დაეუფლოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ტექნიკური გადამზადების ცენტის მიერ შეთავაზებულ, დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად, შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო  პროფესიებს:

  • მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი;
  • სამრეწველო ავტომატიზაცია;
  • მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი;
  • მექატრონიკა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე http://gttc.gtu.ge/programs/

რეგისტრაციის გავლა, აგრეთვე, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში.

აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ ელექტრონულად  პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციის (https://vet.emis.ge/#/registration)  ვებგვერდის მეშვეობით.

შეგახსენებთ რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე!

რეგისტრირებულ  აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა  საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც  მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ  ან  აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი გისურვებთ წარმატებას!