საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

23 თებერვალს საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-8 საერთაშორისო გამოფენა – International Education Fair Georgia 2018 ჩატარდა,  რომელიც 24 თებერვალს საზეიმოდ დაიხურა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრმა.

დაინტერესებულ პირებს, საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ცენტრის მიერ შეთავაზებულ 4 პროფესიულ პროგრამას, ჩარიცხვის პირობებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ადგილზე წარმოდგენილი იყო სამრეწველო ავტომატიზაციის პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი დანადგარი. მოხდა მისი ფუნქციონირების დემონსტრაცია და დამსწრე საზოგადოება გაეცნო დანადგარის თავისებურებებს და მუშაობის პრინციპებს.