საშემოდგომო რეგისტრაცია

საშემოდგომო რეგისტრაცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაციასთან დაკავშირებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი და განხილული იქნა საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროექტის ფარგლებში მომზადებული და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მათი აქტუალობა და პროგრამების დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივები.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ათასწლეულის გამოწვევა კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე სონია შარიგიანი , ათასწლეულის გამოწვევა ფონდი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, BP საქართველოს გენერალური მენეჯერი, კრის შლიტერი.
პროექტის გენერალურმა მენეჯერმა, ვიქტორ ბარამიამ პროფესიული პროგრამებისა და პროექტის მიმოხილვით დაასრულა შეხვედრა.
შეხვედრის შემდეგ, დაინტერესებული სტუდენტებისთვის მოეწყო ოთხივე პროგრამისთვის განკუთვნილი საინფორმაციო კუთხე, სადაც მათ პროგრამის ხელმძღვანელებისგან ნებისმიერ კითხვაზე შეეძლოთ პასუხის მიღება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის მიერ შეთავაზებულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო 4 ოქტომბერს და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: www.vet.emis.ge