სწავლის მსურველებისთვის

ჩარიცხვის პროცედურა

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრში პროფესიულ პროგრამებზე განათლების მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მიღების შემდეგ.

ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლოს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამაზე:

  • მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი;
  • სამრეწველო ავტომატიზაცია;
  • მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი;
  • მექატრონიკა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე (http://gttc.gtu.ge/programs/)

 

როდის და როგორ შეიძლება პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირება?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე აცხადებს საქართველოს ტექნიკურ გადამზადების ცენტრში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაციას.

 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით,  როგორც საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში.  ასევე, აპლიკანტებს ეძლევათ შესაძლებობა, სახლიდან გაუსვლელად, რეგისტრაცია გაიარონ ელექტრონული ფორმით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციის ვებგვერდზე (https://vet.emis.ge/#/registration).

 

რა ტესტის გავლაა საჭირო პროფესიულ პროგრამაზე მოსახვედრად?

რეგისტრაციის გავლის შემდგომ, საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად, კანდიდატმა უნდა გაიაროს სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება. ტესტირების მიზანია დადგინდეს სწავლის მსურველთა პროფესიული უნარების შესაბამისობა მათ მიერ შერჩეულ პროფესიასთან. ტესტების ნიმუშები იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge).

 

აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჩვეულებისამებრ ეძლევათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნული პროცედურების შესაბამისად, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით, რაც მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ პროფესიის მოსინჯვის საფუძველზე ფასდება.

 

როგორ ხდება დაფინანსების მოპოვება?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლის შემდგომ კომპეტენციების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში პირი მოიპოვებს სახელმწიფო დაფინანსებას და სრულიად უფასოდ მიიღებს სასურველ განათლებას.