პროფესიული სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული აპლიკანტების საყურადღებოდ.

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრში ჩარიცხვისას უნდა გამოცხადდეთ დადგენილ ვადებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და თან იქონიოთ შემდეგი საბუთები:

  • დაბადების მოწმობა/პირადობის მოწმობა/პასპორტი და ასლი;
  • 2 ფოტოსურათი (3×4) ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია კომპაქტ-დისკზე (CD);
  • სრული საშუალო განათლების ატესტატი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი).

მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის და მექატრონიკის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული აპლიკანტები უნდა გამოცხადდნენ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანატში, მისამართი: თბილისი, კოსტავას 68 (სტუ-ს I კორპუსი) ოთახი №543 ;

მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსის პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხული აპლიკანტები უნდა გამოცხადდნენ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანატში, მისამართი: თბილისი, კოსტავას 75 (სტუ-ს VIII კორპუსი) ოთახი №602 ;

სამრეწველო ავტომატიზაციის პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხული აპლიკანტები უნდა გამოცხადდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანატში, მისამართი: თბილისი, კოსტავას 77 (სტუ-ს VI კორპუსი) ოთახი №220ბ